საბუნებისმეტყველო
მეცნიერებათა კათედრის თავმჯდომარის
I სემესტრის ანგარიში ჩატარებული მუშაობის შესახებ
კათედრაზე გაერთიანებული ვართ ბუნებისმეტყველების,
ფიზიკის,
ქიმიის და ბიოლოგიის ხუთი მასწავლებელი.
სწავლების ხარისხის
გასაზრდელად და მოსწავლეთა
მოტივაციის ასამაღლებლად 2014-2015 სასწავლო წლის დასაწყისში
შევადგინეთ სამუშაო გეგმა და ვზრუნავთ
მის განხორციელებაზე.
1.
ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილები:
ა)
საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა
VIII კლასი
(ბიოლოგიის მასწავლებელი
ნ.აფციაური და სპორტის მასწავლებელი
ნ.ბალარჯიშვილი)
ბ) ყვავილოვანი
მცენარეები (შემაჯამებელი)
- Vკლასი
(ბუნებისმეტყველების მასწავლებელი
ქ.ნანდოშვილი)
გ) კოსმოსი-VI კლასი
(ბუნებისმეტყველების მასწავლებელი
ქ. ნანდოშვილი
და ისტ-ის მასწავლებელი მ.ბალარჯიშვილი)
დ) სისხლი-VIII კლასი
(ბიოლოგიის მასწავლებელი ნ.აფციაური, ისტ-ი -მ. ბალარჯიშვილი)
ე) ვექტორების პრაქტიკული
გამოყენების მაგალითები
(ფიზიკის მასწავლებელი
მ.ხაჩიაშვილი და მათემატიკის მასწავლებელი
ნ.ქუსიკაშვილი)
ვ) ნარევების დაყოფის
ხერხები
(ბუნებისმეტყველების მასწავლებელი ქ.ნანდოშვილი,
დამხმარე ქიმიის
მასწავლებელი თ.გოჩიტაშვილი)
2. VIII კლასში (სემესტრის
ბოლოს) ჩატარდა ვიქტორინა ქიმიაში-,,ვისწავლეთ ქიმია?“
3. ბიოლოგიაში საკონფერენციოდ მომზადდა ორი თემა:
ქ. ნანდოშვილის
ხელმძღვანელობით ,,იორის აღკვეთილი
და მისი ეკოლოგიური მდგომარეობა“
და ნ.აფციაურის ხელმძღვანელობით ,,მე ბურნუთაანთი ვარ“!
4. ახალგაზრდა
შემოქმედთა სამეცნიერო ცენტრ
,,პროგრესში “ბიოლოგიის ოლიმპიადაზე მონაწილეობა
მიიღეს IX კლასის მოსწავლეთა
გუნდმა (ნ.მაჭარაშვილი, ნ.კოჭლამაზაშვილი, ვ.ქოქიაშვილი), გავიდნენ ფინალში
და III ადგილი დაისაკუთრეს.
5. ოქტომბრის
ბოლოს საბუნებისმეტყველო საგნებით დაინტერესების
და პროფესიის არჩევაში
დახმარების მიზნით ფიზიკის, ქიმიის და ბიოლოგიის მასწავლებლებმა მეზობელი
სოფლის -ილიაწმინდის იგივე საგნების
მასწავლებლებთან ერთად დავგეგმეთ
XI კლასში სასწავლო
ექსკურსია თავისუფალ და აგრარულ უნივერსიტეტში და წარმოების გასაცნობად -ქართული ლუდის კომპანია ,,ზედაზენში“. მოვამზადეთ საგაზეთო
სტატიაც.
თ.გოჩიტაშვილი
15 იანვარი 2015წ.
Комментариев нет:
Отправить комментарий