საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
1.
ზოგადი ნაწილი
ა) საბუნებისმეტყველო განათლების მნიშვნელობა
თანამედროვე ზოგადსაგანმანათლებლო
სტანდარტი გულისხმობს მოსწავლის აღჭურვას იმ ცოდნითა და უნარ-ჩვევებით, რომლებიც მას საშუალებას მისცემს, ალღო აუღოს კაცობრიობის
სწრაფ პროგრესს, გამოიყენოს თანამედროვე მეცნიერების მიღწევები, გახდეს საზოგადოების
სრულფასოვანი წევრი. ცოდნის პასიური მიმღებიდან მოსწავლე უნდა ჩამოყალიბდეს აქტიურ
შემმეცნებლად, რომელიც შეძლებს მიღებული ცოდნა გამოიყენოს როგორც პროფესიული წარმატებისათვის,
ასევე საზოგადოების სასიკეთოდ.
იმისათვის, რომ საბუნებისმეტყველო
მეცნიერებების სწავლებამ დააკმაყოფილოს აღნიშნული კრიტერიუმები, საჭიროა მოსწავლეს:
·
გაუჩნდეს
ინტერესი გარემომცველი სამყაროს კვლევის, სიახლეთა აღმოჩენისა და შეცნობის მიმართ;
·
განუვითარდეს
ბუნებისმეტყველისათვის საჭირო ელემენტარული კვლევა-ძიებითი უნარ-ჩვევები და შეძლოს მათი სხვადასხვა სიტუაციაში გამოყენება;
·
გაცნობიერებული
ჰქონდეს სამყაროში მიმდინარე პროცესების ერთიანობა;
·
ჩამოუყალიბდეს
გარემომცველ სამყაროზე ზრუნვის უნარ-ჩვევები;
·
გამოუმუშავდეს კრიტიკული აზროვნების და კომუნიკაციის უნარი;
·
განუვითარდეს
თვითშეფასების და თვითკონტროლის, განსხვავებული აზრის მოსმენისა და შეფასების უნარი, შეეძლოს საზოგადოებაში თავისი
ადგილის განსაზღვრა;
·
მიეცეს
ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების წესის დაუფლების შესაძლებლობა;
·
გაცნობიერებული
ჰქონდეს მეცნიერების როლი კაცობრიობის პროგრესში;
·
გააზრებული
ჰქონდეს ადამიანთა თანამშრომლობის აუცილებლობა კაცობრიობის განვითარებისთვის.
ბუნებისმეტყველების სწავლებისას ყურადღების
გამახვილება განწყობა-დამოკიდებულებების ჩამოყალიბებაზე, კვლევა-ძიების უნარ-ჩვევების განვითარებასა და ცოდნის გამოყენებაზე არის როგორც თანამედროვე
პედაგოგიკის, ისე ქართული კლასიკური დიდაქტიკის მოთხოვნა. იაკობ გოგებაშვილის თანახმად,
ბუნების შესწავლის უმთავრესი მიზანია - “გაუხსნას ყმაწვილს თანაგრძნობა ბუნებისა,
შეაყვაროს მისი გამოძიება და მისი განხილვა” (“ბუნების კარი”, I გამოცემის წინასიტყვაობა).
ბ) საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლების მიზანი და ამოცანები
მიზანი:
საბუნებისმეტყველო დისციპლინების სწავლების მიზანია აზიაროს მოსწავლე საბუნებისმეტყველო მეცნიერების საფუძვლებს და განუვითაროს კვლევის უნარ-ჩვევები, რაც მას საშუალებას მისცემს
შეიცნოს და გაითავისოს სამყარო, ჩაერთოს საზოგადოებრივი საქმიანობის სხვადასხვა სფეროში, იგრძნოს
პასუხისმგებლობა საკუთარი თავის, საზოგადოებისა და გარემოს მიმართ.
ამოცანები:
ცოდნა:
·
ცოცხალი
სამყარო და სასიცოცხლო პროცესები;
·
სამყაროში მიმდინარე ფიზიკური და ქიმიური მოვლენები;
·
დედამიწა და გარესამყარო;
·
გარემოს მდგრადი განვითარების პრინციპები.
მეცნიერული კვლევის უნარ-ჩვევები:
·
დაკვირვება, აღწერა;
·
კვლევის საგნის განსაზღვრა;
·
კვლევის ეტაპების განსაზღვრა;
·
აღრიცხვა;
·
კლასიფიკაცია;
·
გაზომვა;
·
კომუნიკაცია;
·
მონაცემების ინტერპრეტაცია;
·
განჭვრეტა/ჰიპოთეზის
გამოთქმა;
·
ცდის დაგეგმვა;
·
ცდის ჩატარება;
·
მონაცემთა ანალიზი და შეფასება;
·
მოდელის შექმნა და გამოყენება.
დამოკიდებულება:
·
ინტერესი საბუნებისმეტყველო დისციპლინების მიმართ;
·
საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მნიშვნელობის გააზრება;
·
ინტერესი
მეცნიერული კვლევისა და სიახლეების მიმართ;
·
თანამშრომლობის სურვილი;
·
გარემოზე ზრუნვა და პასუხისმგებლობა;
·
უსაფრთხო ცხოვრების წესის დაცვის მნიშვნელობის გააზრება.